პროექტი


სასწავლო პროექტი - მათემატიკა ყოფა-ცხოვრებაში
პროექტის მთავარი იდეა
მარტივი მათემატიკური გამოთვლების გამოყენება ცხოვრებისეულ პრაქტიკაში.მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ,რომ ბუნებაში ყველაფერი ციფრებით და გამოთვლებით შეიძლება გამოისახოს
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეებმა გაითავისონ,რომ მათემატიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ისინი გაუზიარებენ თავის აზრებს სხვებს,რათა შეიყვარონ მათემატიკა.მნიშვნელოვანი არის ცხრილების და დიაგრამების აგება კომპიუტერში,რაც თანამედროვე ცხოვრების განუყრელი ნაწილია.

პროექტის მიზანი:
მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევა ძიების უნარი. დაეუფლონ მარტივი მათემატიკური გამოთვლების გამოსახვას ცხრილების და დიაგრამების სახით.მოსწავლეები დაინახავენ რა კავთირი აქვს მათემატიკას ყოველდღიურ ცხოვრებასთან.პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად გამოიყენებენ მათემატიკაში შესწავლილ თემებს.გაიზრდება მათი მოტივაცია საგნის სწავლების მიმართ.

მოსწავლეთა ასაკი: XI -კლასი
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებმა შეძლეს მათემატიკაში მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ქაღალდი.კალმები,მარკერები.ისტ-,სახაზავი ტრანსპორტი,საექსკურსიო თანხა(ტრანსპორტის,კვების,სასტუმროს ხარჯები)
პროექტის მსვლელობა:
კლასი იყოფა 2-ჯგუფად,მიეცემათ დავალებები.
დავალება1თითოეულმა ჯგუფმა გამოკითხოს თავისი ჯგუფის წევრებს და მშობლებს სად სურთ ექსკურსიის მოწყობა.შეაჯამონ შედეგები და წარმოადგინონ დიაგრამებით.
დავალება2
ექსკურსიის მარშუტისათვის ჯგუფმა აწარმოოს ხარჯთაღრიცხვა(ტრანსპორტის,კვების სასტუმროს ხარჯი)ხარჯთაღრიცხვის შედეგები გაეცნობა მშობლებს.ექსკურსიაზე წასვლის წინ კლასი იყოფა 2-ჯგუფად და ეძლევათ დავალება.
ჯგუფი1
ექსკურსიის მსვლელობისას გადაიღონ სურათები,მოიძიონ სიმეტრიის მაგალითები.ექსკურსიის დამთავრების შემდეგ მოამზადონ პრეზენტაცია.
 
ფგუფი2  
ექსკურსიის დასრულების შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინოს პრეზენტაცია,რითაც შთაბეჭდილებას გაუზიარებენ სხვა სკოლის მოსწავლეებს.აღწერენ
 
მათემატიკაში ნასწავლი თეორიული მასალიდან,რომელი საკითხი და როგორ გამოიყენეს ექსკურსიის დაგეგმიდან განხორციელებამდე.
საგნებთან კავშირი:მათემატიკა,ისტორია,ხელოვნება ისტ-.
:
პროექტის ხელმძღვანელი:ელენე ხუჭუა

No comments:

Post a Comment